თორნიკე რიჟვაძე ბურსას გუბერნატორს შეხვდა

22 ივლისი 2023, 12:05 780 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი