ევროპის 5 ქვეყანა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას წლის ბოლომდე ითხოვენ

20 ივლისი 2023, 14:58 670 ნახვა

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას, ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, სურს ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა მინიმუმ წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს. პოლონეთი საზღვრების დახურვით იმუქრება, თუკი ბრიუსელი წინადადებას არ დათანხმდება.

ევროკავშირმა მაისში ნება დართო ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, და ამავდროულად დაუშვა ასეთი ტვირთების ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. აკრძალვის ვადა 15 სექტემბერს იწურება.

ჩამოთვლილი ქვეყნები კიევის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან მოსკოვის წინააღმდეგ ომში, მაგრამ აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის შემოდინებამ დააზარალა მათი სოფლის მეურნეობის სექტორები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი