ხელვაჩაურში მარტოხელა მშობლის სტატუსით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახლა უკვე მარტოხელა სტატუსით მოსარგებლე მშობელთან ერთად დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომელთა ერთ-ერთი მშობელია გარდაცვლილი.
აქამდე მარტოხელა მშობლად მხოლოდ დედები ითვლებოდნენ, რომელთა 18 წლამდე ასაკის შვილის დაბადების მოწმობაში ერთი მშობელი ფიქსირდებოდა.
ამ პროგრამაში დამატებით ასეთი 22 ბენეფიციარი ჩაერთო, რომლებმაც მერიისგან ამჯერად დახმარების სახით 700-700 ლარი მიიღეს. გარდა ამისა მერია ერთჯერად დახმარებას სექტემბრისთვის გადასცემს იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც 5 ან მეტი სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავს.