იტალიაში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

19 ივლისი 2023, 10:53 682 ნახვა

იტალიაში ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს აღემატება​.  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განგაშის წითელი დონე 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.

ეს ქვეყნის 27 მთავარი ქალაქიდან 23-ს ეხება. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 47 გრადუსს აღემატება. თითქმის 42 გრადუსია ცელსიუსით რომში.

 იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი