რომან დოლიძე 29 ივლისს რუს იკრამ ალიკსეროვის წინააღმდეგ იჩხუბებს

18 ივლისი 2023, 19:58 670 ნახვა

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 29 ივლისს, სოლტ ლეიკ სიტიში დაგეგმილ ტურნირში, UFC 291-ში იჩხუბებს, მისი მოწინააღმდეგე კი რუსი იკრამ ალიკსეროვი იქნება. UFC ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობს და მის შესახებ ოფიციალურად სავარაუდოდ ახლო მომავალში გამოაცხადებს. რომან დოლიძემ MMA-ში 14 ბრძოლა ჩაატარა და 12 მოიგო, UFC-ში კი, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლიდან აქვს, 8-იდან 6 შეხვედრაში გაიმარჯვა. 35 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 18 მარტს იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით, მარვინ ვეტორისთან დამარცხდა. 30 წლის იკრამ ალისკეროვს რაც შეეხება ის სამბოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, ММА-ში კი 15 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 მოიგო. დაღესტნელმა UFC-ში სულ ერთხელ იჩხუბა - მაისში ამერიკელ ფილ ჰოუს ნოკაუტით სძლია.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში