„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ - შეხვედრა 

18 ივლისი 2023, 14:15 613 ნახვა

„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ - პროგრამის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურმა  ხელვაჩაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

„ქალთა ოთახის“ წევრებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

განმარტეს, რომ  მოქალაქეები, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურს დროულად მიმართავენ ხელშეკრულების გაფორმებისას თუ სხვა რისკებისგან თავის დაცვას შეძლებენ.

სტუდენტებმა ამ თემებზე ტრენინგები გაიარეს და პარალეგალების სტატუსით პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი