“მაისის მოძრაობა” მომხმარებელს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

18 ივლისი 2023, 11:08 497 ნახვა

„მაისის მოძრაობა“ მომხმარებელს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე რეაგირებისკენ, ხოლო კერძო სექტორს რუსულად მომსახურების გაწევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

სხვადასხვა ელექტრონულ მედიაში გავრცელებული  ინფორმაციის მიხედვით,  რიგ სარესტორნო დაწესებულებასა და კაფეში მომსახურება რუსულ ენაზეა  და ქართულენოვანი სერვისები არ არსებობს. ასეთი ფაქტის შემთხვევაში  სახელმწიფო ენის შესახებ კანონით თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ  კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოთ დარღვევაზე რეაგირება.  

სააგენტო უფლებამოსილია   დაწესებულებას მოთხოვოს დარღვევის გამოსწორება, ხოლო  მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევს დააკისროს პასუხისმგებლობა.

გარდა უფლებრივი ასპექტისა, საკითხს აქვს მორალური ასპექტიც:  საქართველოს ოკუპაციის და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე ეროვნული ღირსებისათვის მიუღებელია კერძო სექტორში რუსულენოვანი სერვისების გავრცელება-აცხადებენ ორგანიზაციაში.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი