რუსეთმა უკრაინაზე მორიგი თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა

18 ივლისი 2023, 09:39 759 ნახვა

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა უკრაინის სამხრეთზე. ნიკოლაევის, ხერსონის და ოდესის ოლქებში ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, ასევე ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმა ჯერ მიკოლაევში, შემდეგ კი ოდესაში გაისმა.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს სერიოზული უწოდა. ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობას აგრძელებენ.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც დაიღუპა ორი და დაშავდა 10 ადამიანი. დაზიანდა სახლები, ელექტროქსელები და ტექნიკა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი