რატომ არ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ნატოს ვილნიუსის სამიტზე? - ირაკლი ღარიბაშვილი თემის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველო სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა და ქვეყანას არაფერი დაუკარგავს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ნატო - გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.
მთავრობის მეთაურის ამ განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში.