1144-მა სტუდენტმა დაამთავრა წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კურსდამთავრებულთა 86-ე თაობა საიუბილეო ღონისძიებით გააცილეს.
ყველაზე მეტი კურსდამტავრებული იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჰყავს. მანტიებში გამოწყობილ სტუდენტებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარჩინებულები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. მომავალმა ექიმებმა ტრადიცულად თეთრი ხალათებით ექიმის ფიცი დადეს.
საზეიმო გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკითა და კონცერტით დასრულდა.