24, 25 და 26 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში ლეგენდარული მიუზიკლი - და, აი ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! ქართულად გაჟღერდება. მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. მაყურებელი იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ერთი ქალისა და სამი მამაკაცის ისტორია, რომელზეც ხან იცინებთ, ხან კი ცრემლი მოგადგებათ. ბათუმში სტუმრობამდე დაგეგმილია 2 ჩვენება ქუთაისშიც.