ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

13 ივლისი 2023, 17:42 507 ნახვა

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 15 ივლისს ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება, თუმცა საბავშვო აქტივობებზე დასწრება მსურველებს 16:00 საათიდან შეეძლებათ. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში