პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თავდაცვის კოდექსს მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს განიხილავენ. ''ქართული ოცნების'' წევრები დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ, ოპოზიცია კი ცვლილებებს დისკრიმინაციულს უწოდებს.
კანონპროექტის მთავარი მოწინააღმდეგე „გირჩია“. პროექტის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციის წევრობა სამხედრო სამსახურის გავლისთვის თავის არიდების საფუძველი აღარ იქნება. ცვლილებებია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებში – წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან.
იცვლება რეზერვის დაკომპლექტების წესი და ფართოვდება სამხედროების სოციალური გარანტიების პაკეტი.