ბსუ-ში სტუდენტური სპექტაკლის „ამიკოს" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ოთარ ბაღათურიას პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგა. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში ბსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლში განვითარებული მოვლენები საქართველოში 2000-იან წლებს ასახავს.
მოქმედება ერთ ქართულ ოჯახში ვითარდება და ოჯახის წევრების ურთიერთობებსა და პრობლემებს ასახავს.