დღეს ‘’დინამო’’ თბილისი გასვლაზე ‘’ასტანას’’ დაუპირისპირდება

12 ივლისი 2023, 10:36 846 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ‘’დინამო’’ თბილისი ყაზახეთის ჩემპიონ ‘’ასტანას’’ დაუპირისპირდება. მატჩი ‘’ასტანა არენაზე’’ თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ევროსარბიელის წინ თბილისურმა კლუბმა შევსებაც მიიღო, საიდანაც ცალსახად გამოსარჩევია გიორგი ლორიას ტრანსფერი. ყაზახეთში ‘’დინამო’’ თბილისს ზორან მარუშიჩი, თორნიკე კირკიტაძე და ანზორ მექვაბიშვილი ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.

’’ასტანა’’-‘’დინამოს’’ მატჩს ავსტრიელი მსაჯები მოემსახურებიან. ამ გუნდების საპასუხო მატჩი 19 ივლისს თბილისში გაიმართება, ხოლო წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ‘’დინამო’’ ზაგრებს დაუპირისპირდება.

დამარცხებული კი კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ჰაიფას ‘’მაკაბისა’’ და მალტის ‘’ჰამრუნის’’ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში