კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. 8 წლის ბავშვი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების რეანიმაციაშია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.