თურქეთი შვედეთს ნატოში მწვანე შუქს უნთებს

11 ივლისი 2023, 12:02 536 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებების დროს ერდოღანი დათანხმდა, რომ თურქეთის პარლამენტს გადაეგზავნოს შვედეთის განაცხადი ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამით ერდოღანმა დაასრულა თვეების განმავლობაში მიმდინარე უთანხმოება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით, რომელმაც უკრაინაში ომის დროს ბლოკში ურთიერთობები დაძაბა. ნატოს პრეს-სამსახურის  მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ორმა ლიდერმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წინაშე ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, დელეგაციის რამდენიმე წევრმა კი მათ ტაში დაუკრა. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წელს შეიტანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში