ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ასევე, ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის, მცენარეების, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებების, ელექტროსადენებისა და ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების ფაქტები.
რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყერული პროცესები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.