დრონით გადაღებულ კადრებზე ინდოეთის ჩრდილოეთ პენჯაბის შტატში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობის მასშტაბია ასახული.
ნაწილობრივ დატბორილია სახლების ნაწილი და რამდენიმე ავტომაგისტრალი. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქალაქები მოჰალი და ფეროზპური დააზარალა.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, პენჯაბის შტატში ძლიერი წვიმა და წყალდიდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.