რუსებმა ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ადგილი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

10 ივლისი 2023, 12:29 579 ნახვა

რუსულმა ძალებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონას ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური მალაშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ 36 მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეს რაიონის 10 დასახლებულ პუნქტზე. განადგურებულია ათი სამოქალაქო ობიექტი.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ 10 ივლისის დილიდან სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ხალხი კვლავ იყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი