პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ანჯეი დუდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა ქალაქ ლუცკში გამართეს, ეწვივნენ წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარსაც, სადაც ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
პრეზიდენტებთან ერთად ღონისძიებას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე, ლუცკისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიხაილი და უკრაინის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ესწრებიან.
დუდას და ზელენსკის ვიზიტი უკრაინაში დაანონსებული არ ყოფილა.