ბათუმში, ზღვაში 4 დღის წინ გაუჩნარებული 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამ წუთებში ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ.
სამძებრო სამაშველო ოპერაცია როგორც ნაპირზე. ასევე წყალშიც მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო მყვინთავების ჯგუფი, ასევე სამაშველო კატერები.
შეგახსენებთ, 16 წლის მოზარდი ლუკა აბულაძე ე.წ საზღვაო ბანანით 3 სხვა უცხო პირთან ერთად გასასეირნებლად ზღვაში შევიდა, საიდანაც უკან დაბრუნებული სანაპიროზე მყოფ მეგობრებს აღარ უნახავთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც