ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ვერცხლის მედლები მოიპოვა 

07 ივლისი 2023, 10:11 418 ნახვა

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 17-წლამდელთა ევროპირველობაზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაჯვანმა ატაცში 130 და 134 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში, სადაც 147,153 და 161 კილოგრამები დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში კი 295 კილოგრამი დააფიქსირა და მესამე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ამ დროისთვის ევროპულ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების 4 წევრი გამოვიდა და მედლის მოპოვება ოთხივემ შეძლო. ზურაბ ანთაურის გუნდის მონაგარი 3 დღის ჯამში 9 მედალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში