ფარული მიყურადების შესახებ კანონთა პაკეტზე მსჯელობა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება. ოპოზიცია იწუნებს კანონს და ამბობს, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ შესაძლებელია კანონთა პაკეტში გარკვეული ცვლილებები უკვე მეორე მოსმენის შემდეგ შევიდეს. “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული დოკუმენტით ე.წ მოსმენების სამი გასაღები ამოქმედდება. ერთი გასაღები ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სპეციალურ სააგენტოს, მეორე გასაღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჩაიბარებს. ხოლო მესამე გასაღები უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს გადაეცემა.