დაპირისპირება საგარეჯოში - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივების ნაწილი დაუპირისპირდა. როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, „ეს იყო მორიგი პროვოკაცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული“. მოქალაქეები კი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ „ამ პარტიას საგარეჯოში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს“. დაპირისპირების პროცესში დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.