საქართველოს საფეხბურთო ლიგა ოთხის მე-13 ტურის შეხვედრაში აჭარულ დერბიში ''გონიომ'' გასვლაზე ქედის ''ბეთლემი'' 0-2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტთან 3 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
''გონიოს'' მხრიდან გოლები ბერიძემ და ინგოროყვამ გაიტანეს და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარენ.
ამ დროისთვის ''გონიო'' და ''ბეთლემი'' 36-36 ქულით ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
მომდევნო ტურში ''გონიო'' 12 ივლისს შინ ''ვიტ ჯორჯია 2-ს'' ეთამაშება, ხოლო ''ბეთლემი''გასვლაზე ''ალგეთს'' ესტუმრება.