საკვირაო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება

04 ივლისი 2023, 14:05 497 ნახვა

აჭარის სომხურ დიასპორასთან არსებული ალექსანდრე მანთაშიანის სახელობის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

კონცერტზე სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა  მუსიკალური ნომრები წარადგინეს. საკვირაო სკოლა 8 წელია ფუნქციონირებს და ის სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აერთიანებს.

აღსაზრდელები სხვა აქტივობებთან ერთად სწავლობენ როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში