შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია - გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

04 ივლისი 2023, 11:25 586 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

"კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ  გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი