სპორტული ფესტივალი საზღვაო აკადემიაში

03 ივლისი 2023, 14:11 507 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული ფესტივალი სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

აკადემიის სტუდენტები ერთმანეთს კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში ეჯიბრებოდნენ.

გაიმართა ასევე შეჯიბრება ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის?

გამარჯვებულები მონაწილეობას საქართველოს სტუდენტურ სასპორტო ჩემპიონატებში იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში