ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების იერიშის შემდეგ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინის ცაში თეთრი და შავი კვამლის ღრუბლებია. ისრაელმა ღამით და გამთენიისას დაბომბა ჯენინი, დაიღუპა სამი ადამიანი.
ისრაელის განცხადებით, მისმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული რეიდის ფარგლებში სარაკეტო იერიში მიიტანეს შენობაზე, რომელიც ჯენინის ბრიგადების მებრძოლების სამეთაურო ცენტრი იყო.
თვითმხილველთა განცხადებით, ქალაქის თავზე ექვსი დრონი ჩანდა, თუმცა ისრაელმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა მოიცავდა თუ არა ორშაბათის ოპერაცია დრონებით თავდასხმას, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ განხორციელებულა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა ჯენინში, ხოლო კიდევ ერთი კაცი მოკლეს ქალაქ რამალაში საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმისას.