ტურნირი სპორტულ ცეკვებში

03 ივლისი 2023, 11:25 389 ნახვა

ბათუმმა სპორტულ ცეკვებში საერთაშორისო ტურნირს “Batumi Open 2023”-ს უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულია და უკვე წლებია ტარდება.

ასპარეზობა ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში 11 ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე წყვილები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში