დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია

02 ივლისი 2023, 15:05 565 ნახვა

როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთის მიმართ ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია, მოძრაობის განახლება მას შემდეგ იგეგმება, როდესაც ექსპერტები დადებით დასკვნას დადებენ.

პაატა მუჯირის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, მგზავრებს ბილეთების ღირებულების 100% აუნაზღაურდებათ.

ცნობისთვის, გუშინ უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც დასავლეთის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

ასევე, ამ დრომდე ეძებენ მეწყერში მოყოლილ პენსიონერს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ  მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი