მეწყერმა კაცი მოიყოლა

02 ივლისი 2023, 12:04 720 ნახვა
00:00
00:00

სოფელ მარელისში 77 წლის კაცს ეძებენ. პენსიონერი მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში კინოლოგები და ტექნიკაა ჩართული.

დაკარგული კაცის შვილი ამბობს, რომ პენსიონერი საღამოს საათებში დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, რა დროსაც მთა ჩამოიშალა და კაცი მეწყერმა მოიყოლა.

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელში მთა ჩამოიშალა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. დაიტბორა ლიანდაგები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში