ლაშა გურული კრივში ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია 

02 ივლისი 2023, 10:19 466 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებში საქართველოს ნაკრებს მორიგი მედალი ლაშა გურულმა მოუტანა. ქართველმა მოკრივემ ფინალური დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

გარდა ამისა, მან ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. ამ დროისთვის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და მე-19 ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი