უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა

01 ივლისი 2023, 20:09 542 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა - ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი