უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა.