პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში გურულმა უნგრელი რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა, ფინალში ქართველი მოკრივის მეტოქე ფრანგი სოფიანე ოუჰიმა იქნება. ფინალური შეხვედრა 1-ელ ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა უკვე მოიპოვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.