მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

30 ივნისი 2023, 20:53 930 ნახვა

გელა გელაძემ აჭარის რეგიონში არსებული საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა - მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასრულების ეტაპზეა. წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ამჯერად ქალაქ ბათუმსა და ხულოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, გაეცნო. გელა გელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის ბათუმსა და ხულოში არსებულ საგამოცდო ცენტრებში, 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გამოცდებზე აპლიკანტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული გარემო იქნება უზრუნველყოფილი. აჭარის რეგიონის ყველა საგამოცდო ცენტრის სრულად აღჭურვის პროცესი დასრულებულია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი