ენმ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

21 თებერვალი 2017, 00:00 3029 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა  ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იქ სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია ორმოებში ხეები ჩარგეს. მათი თქმით, ამ ფორმით  პროტესტი გამოხატეს აღნიშნული ტერიტორიის მოუწესრიგებლობის გამო. გამგეობაში განმარტავენ, რომ კომპანია ,,ჯილაინთან”, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს ახორციელებდა, უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაწყვიტეს და ჯარიმა დააკისრეს. გამგებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიისგან შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან რომ სამუშაოები განახლდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი