ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 23 არასამთავრობო ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომას ითხოვს.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, თანასწორობის პრინციპს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება, დისკრიმინაციულია და ძალადობას აღვივებს.