ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა

21 თებერვალი 2017, 00:00 3493 ნახვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს ბათუმელ მონადირეებს, ,,ნადირობის შესახებ" კანონოპროექტი გააცნეს. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შეხვედრის მონაწილეებს ახალი კანონმდებლობის კონცეფცია გააცნო და კანონის პროექტთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. კანონპროექტის კონკრეტულ მუხლებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ბათუმელი მონადირეების ნაწილი არ იზიარებს იმ პუნქტებს, რომლის მიხედვითაც მონადირეთა ტესტირება და სანადირო სავარგულების ინდივიდუალურ მფლობელობაში გადასვლა უნდა მოხდეს. კანონპროექტის საჯარო განხილვა ეტაპობრივად ყველა რეგიონში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი