კრამატორსკში სამძებრო ოპერაცია დასრულდა, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

29 ივნისი 2023, 10:58 549 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა,  მათგან სამი არასრულწლოვანი იყო. დაშავებულია 60 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, უკვე დასრულებულია. 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. 

გასულ 24 საათში, კი უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ძირითადი ძალების მობილიზებას ლიმანის, ბახმუტის და მარიინკის მიმართულებებზე აგრძელებს.

მათივე განმარტებით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე, 5 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და 1 – მართვის პუნქტზე. განადგურებულია Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი