ფსიქიატრიული საავადმყოფო

21 თებერვალი 2017, 00:00 4428 ნახვა

''ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს'' ახალ მფლობელთან აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა. აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანია ''ჰელს ქეარ გრუპმა''  ერთი თვის ვადაში საპრივატიზაციო საფასური 2 მილიონ 5 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულების მიხედვით, 8 თვის ვადაში სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, 36 თვის ვადაში კი რეაბილიტაცია დაასრულოს, რისთვისაც კომპანიას მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. მთავარი პირობა 50 წლის განმავლობაში სამედიცინო კლინიკის პროფილის შენარჩუნებაა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს საავადმყოფო ფუნქციონირებას არ შეწყვეტს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი