„ხელოვნების სასახლის საგანძური“ - გამოფენა

27 ივნისი 2023, 11:15 578 ნახვა

ხელოვნების ისტორიის მუზეუმში „ხელოვნების სასახლის საგანძური“-ს გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ის კოლექციაა წარმოდგენილი, რომელიც 2021 წელს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. სასახლე მეორე გამოფენასაც მასპინძლობს - სამინისტროს მიერ მუზეუმისთვის შეძენილი უნიკალურ ნახატებს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს კავკასიის კუსტარული კომიტეტის მოღვაწეობისა და მის შემდგომ პერიოდში ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენილი უნიკალური კოლექციების ნახვა დამთვალიერებელს სამი თვის განმავლობაში შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში