პარკირების ახალი პლატფორმა ბათუმში

26 ივნისი 2023, 14:50 1176 ნახვა

პარკირების ახალი სისტემა ბათუმში. სპეციალური აპარატის საშუალებით, რომელშიც ჩატვირთულია ახალი ელექტრონული პროგრამა ადგილზე იქნება შესაძლებელი სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება. ამასთან, მისსავე სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე საჯარიმო ელექტრონული ქვითრის სრული ინფორმაციით გაგზავნაც იქნება შესაძლებელი.   

ამასთან ამოქმედდა მუნიციპალური ინსპექციის ახალი საიტი  - www.inspection.batumi.gov.ge

უწყების ინფორმაციით, ვებ-გვერდი ახლა იწყებს ფუნქციონირებას, შესაბამისად მხოლოდ ახალი საჯარიმო სანქციები აისახება.  

ამავე საიტზე შეგეძლებათ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება, გადახდა და პარკირების საფასურის გადამოწმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი