მთაწმინდის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელი მონაწილეობს, მათ შორის არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.
ფესტივალი დღეს, 7 საათზე დასრულდება.