ილია თოფურია დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს 

25 ივნისი 2023, 10:50 588 ნახვა

ჯექსონვილში გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლა ილიას კონტროლით წარიმართა, პირველ და მეორე რაუნდში "მატადორმა" შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი უფრო მეტად თავს იცავდა.

მესამე რაუნდში თოფურიამ შედარებით დიდი უპირატესობა მოიპოვა, ანალოგიური იყო მეოთხე რაუნდიც.

ილია თოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი