გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება შედგა 

24 ივნისი 2023, 20:05 621 ნახვა

ჭიათურელ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის მედიაციის პროცესი შეთანხმებით დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, ხელფასის მატების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.

უწყების ცნობითვე, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა:უწყების განცხადებით, შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი გაფორმდა, რასაც დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს ხელი.შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" პირველი ივლისიდან განაახლებს მუშაობას, კვირას დაგეგმილი აქცია კი აღარ გაიმართება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი