„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა. ინფორმაცია ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ.„დავითაშვილის ტრანსფერი დაიხურა – ზურიკოს „ბორდოსთან“ იჯარა დაუსრულდა, სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ახლა ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელი გახდა“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.ზურიკომ გასულ სეზონში „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრაში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა