დღეს ბათუმში მონადირე ძაღლების გამოფენა გაიმართა, რომელშიც მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე სხვადასხვა ჯიშის ძაღლები მონაწილეობდნენ, მათ საგანგებოდ მოწვეული ექსპერტი კინოლოგი აფასებდა.
საპრიზო ადგილზე გასული ოთხფეხების მეპატრონეებს მედლები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ანალოგიური გამოფენა-დათვალიერებები ხშირად გაიმართება.